LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო ერთი პირია დაკავებული

დაპოსტა 2021/12/20-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ააიპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა ,,სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს “მედერს” შორის, რომლის საფუძველზე, ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის დანიშნულებით შპს ,,მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 116 460 ლარი ჩაირიცხა. აღნიშნული თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გადარიცხულიყო პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

„თანხის თითქოსდა დანიშნულებისამებრ წარმართვის საჩვენებლად, შპს “მედერის” მინდობილი პირის –
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელი უფროსის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, თითქოს შპს ,,მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

რეალურად კი სააგენტოს მიერ შპს ,,მედერის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460 ლარიდან, ბრალდებულმა მითვისების განზრახვით ორ ტრანშად – 84 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხა შპს “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” იმჟამინდელი უფროსისთვის სანდო კერძო მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე, ხოლო 29 200 ლარი საბანკო ანგარიშიდან პირადად გამოიტანა და დაეუფლა.

გარდა ამისა, ბრალდებულის დავალებით, ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელ უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებით გადაირიცხა სხვადასხვა ოდენობის თანხები.

დაკავებულს ბრალდება 2021 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით,  362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  7-დან 11 წლამდე ვადით.

ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში, ასევე, დაკავებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ბრალდების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ასევე, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 კერძო სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელების მიმართ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს – წაღებულია ოქროულობა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
ქუთაისში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს – წაღებულია ოქროულობა
მთავარი

ქუთაისში, ხონის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლის "იმედი" დამფუძნებლის დავით ღაღანიძის სახლი გაქურდეს, წაღებულია  დიდი ოდენობით ოქროულობა. როგორც "მეგანიუსთან" საუბრისას დავით ღაღანიძე აღნიშნავს, შემთხვევა 11 სექტემბრის ღამეს მოხდა, მაშინ როდესაც ოჯახი 1...

დაწვრილებითDetails

“ჩემი დაკავება აბსურდულია” – ჯუანშერ ბურჭულაძე

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
“ჩემი დაკავება აბსურდულია” – ჯუანშერ ბურჭულაძე
მთავარი

ჩემი დაკავება აბსურდულია - 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ რომ გამიშვათ ციხეში,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. მისი თქმით, ესპანეთში ნაყიდი...

დაწვრილებითDetails

“ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე”- კალაძე

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 „აკაცუკი“, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც 14 წლის წინ შვილს აუპატიურებდა – საფარი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც 14 წლის წინ არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა. კერძოდ, „საფარი” ამბობს, რომ მათ დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა...

დაწვრილებითDetails

15 სექტემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცვლილება მოხდება

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
ძეძილეთიდან ხონის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს
მთავარი

15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა. ცნობისთვის, 28 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდა...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშიდან 2 მლნ ლარი გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის...

დაწვრილებითDetails

20 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს – დაკავებულია 7 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2025-2026 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 სექტემბერს დაიწყება. გთავაზობთ 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარს, რომელშიც აღნიშნულია ოფიციალური დასვენების დღეები, არდადეგების პერიოდი და სწავლის დასრულების თარიღი კლასების მიხედვით. ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერი -...

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნების“ ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო სია

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
„ქართულმა ოცნების“ ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო სია
არჩევნები

„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ამასთან, პარტიის საარჩევნო სიის ათეული წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ: ავტოქარხნის მაჟორიტარული ოლქი - მიხეილ გიორგაძე; ავტომშენებლის მაჟორიტარული ოლქი - ალექსანდრე თამაზაშვილი; გამარჯვების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"