,,ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე პირველად დაფიქსირდა ატვირთულ ვიდეოჩანაწერზე კომენტარების დაწერის ფუნქციის გამორთვა და ეს არის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის სრული დემაგოგიური საუბარი პირადად ჩემზე და ასევე, ჩვენი კუთვნილი ნივთის შესახებ.
დიახ, სიმართლეს შიშისმომგვრელი ძალა გააჩნია და ალბათ ამიტომ გამოურთეს ამ ინტერვიუს ვიდეოჩანაწერს კომენტარების ფუნქცია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხსენებული მღვდელმთავრის ეს ინტერვიუ არის სრული დემაგოგია და სიცრუე, არცერთი მისი შეფასება, როგორც კანონიკური სამართლის, ისე სამოქალაქო სამართლის კუთხით არ შეესაბამება სიმართლეს.
აგრეთვე პირადად ჩემი მისამართით გაჟღერებული არცერთი ფრაზა არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე.
სამწუხაროა, რომ მღვდელმთავარს ეს ვითარება მიჰყავს იქეთკენ, რომ საქმე გადაეცეს შესაბამის სტრუქტურებს.
მანამ კი (თუ დადგა ზემოხსენებული ნაბიჯის გადადგმის საჭიროება) მეტ კომენტარს საჯაროდ ამ საქმეზე აღარ გავაკეთებ.”-წერს თეოლოგი ლაშა დეისაძე შარვაშიძე.










