მასწავლებლის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 73 ხმით დაუჭირა მხარი “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განმარტებით, კანონპროქტი ითვალისწინებს, ტერმინის – “მასწავლებლობის მაძიებელი” განმარტების ცვლილებას.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება კომიტეტის მიერ სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რადგან მასწავლებლად ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.










