მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სახელით მისი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
“ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი.
იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა “ინკლუზიურ პროცესებზე”, ეს პრაქტიკულად განხორციელდება.
ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის” – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ უმჯობესია შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.










