„ვფიქრობ, კორონას კი ადვილად დავამარცხებთ და მათ შორის, ქართველები, მაგრამ რა ჭირიც ქვეყანაში გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება.
ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, წინ რა გველოდება. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ – ცოტა მძიმედ ვიტყვი ახლა – სხვებივით არ ვამბობ ხოლმე, როგორც სადღეგრძელოს, ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე გაყოფილი აღარ ვიყოთ, ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია.
განა არ შემიძლია, მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებლებს არ გაგვაჩნია.










