ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხავს, რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ასე პასუხობს:
“გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს”.
ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს.
“ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძემ უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ დაესწრო მთავრობის დღევანდელ სხდომას და იყო თუ არა ეს მისი მხრიდან პროტესტი.
„პროტესტი არის დესტრუქცია. ზოგადად, მოვუწოდებ საზოგადოებას არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას და ამას, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.










