“დაშავდა თავად 18 წლის ტერორისტი, ასევე 10 ბავშვი. ერთმა მოზარდმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. დანარჩენი ბავშვები მოსკოვის ოლქის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება”, – განაცხადა მოსკოვის ოლქის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა, ქსენია მიშონოვამ.
დღეს დილით სერპუხოვის მართლმადიდებლური გიმნაზიის 18 წლის კურსდამთავრებულმა შენობაში ხელნაკეთი ბომბი ააფეთქა.
თავდამსხმელი მძიმედ დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, გადარჩა თუ არა ის.
დანაშაულის მოტივი, წინასწარი მონაცემებით, სკოლის მასწავლებლებისა და მონაზვნების მიმართ, ეჭვმიტანილის სიძულვილი იყო. მედია წერს, რომ სწავლის პერიოდში ის “ბულინგის” მსხვერპლი იყო.
მიმდინარეობს გამოძიება.










