,,ვუყურებ ამ ფოტოს და მრცხვენია უკვე იმის, რომ ამ საზოგადოების ნაწილი მქვია, გრინჩის სინდრომი არ მაქვს, მაგრამ როდესაც ქვეყანა სრულ უბედურებაშია ჩაძირული და მის გადასარჩენად უკანალს არავინ წევს, რიგი მიზეზების გამო, დღეს კალას პეროს შემოხვეულნი ზილინასავით, ქუდზე კაცი დამდგარა.
შეგახსენებთ:
ბორდერიზაცია აქტიურ ფაზაშია!
ქვეყნის მესამე პრეზიდენტს რუსეთის დაკვეთით ციხეში კლავენ!
რამდენჯერ ყოფილხართ საჭირო რუსთაველზე, მაგრამ ტელევიზორს მაცქერალნი ქილიკობდით, ხოდა ჩემო თბილისო და თბილისელებო, მე როგორც ერთი ადამიანი, დავიღალე თქვენი კეთილი მომავლის დაცვით თქვენს მაგივრად, ჩემი დასაღვრელი უკვე ცხრაჯერ დავღვარე.
დროა გადაიბაროთ დროშაც და ჰიმნიც, დროა საკუთარ თავებზე თავად დაიწყოთ ფიქრი, ლავროვის სიტყვები მახსენდება ქართველებზე “მათ მარტო ცეკვა-სიმღერა და ჭამა შეუძლიათ” ვაი რომ სიმართლე ყოფილა.
“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”
ძალიან დავიღალე და ცოტა უნდა დავისვენო✌️”-ლაშა ცუცქირიძე და ფოტოს აქვეყნებს.











