,, ყველგან გველოდებიან, ყველგან სიყვარულით გვისმენენ, მაგრამ ჩვენს იწილობიწილოს რა ვუშველოთ, არ ვიცი, დრო კი მიდის…
წელსაც ვერ გამოვაქვეყნეთ ქართული ტერმინთბანკი. სამწუხაროა, მაგრამ ასეა: ქართული ენა არ ჩანს ევროპის საერთო ტერმინოლოგიურ ბაზებში.
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მალე საკუთარ ენაზე დაელაპარაკებიან ერთმანეთს მსოფლიოში.
ის, ერი კი, რომელიც ვერ გადალახავს “ციფრულ წყალგამყოფს”, იძულებული იქნება სხვა ენა გამოიყენოს.
P.S. ახლა ყველაზე მეტად ის მიკვირს, რისი იმედი მაქვს. არადა, მაქვს.”-წერს ენათმეცნიერი და ტერმინოლოგი ლია ქაროსანიძე.










