საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში – 35 წლის მამუკა ჩხიკვაძე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს, თუმცა ,,პირველების” ინფორმაციით ფაქტს სუსი მალავდა.
უწყებამ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გაამჟღავნა, რაც გატაცებული ახალგაზრდის ამბავი მედიამ შეიტყო.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
დედა რომ დაეღუპა მოვიდა ორივე და-ძმა. ძმა წავიდა მამის სასაფლაოზე და ველოდებოდით რომ უნდა მოსულიყო და არაფერი ინფორმაცია და დაუჭერიათ. მეტი არაფერი ვიცით. და ორი დღეა გამწარებული ელოდება ზარს, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
ყოფილი ძალოვანი, 35 წლის ბათუმელი ახალგაზრდა რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზთან ახლოს, საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს.










