ტეილორ სვიფტს, თავის ჰიტში, Shake It Off, სხვა ავტორის ტექსტის კოპირებაში სდებენ ბრალს. ამერიკელმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სვიფტის უფლებადამცველის მოთხოვნა, საქმე დახურულიყო და მას ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
ბრალების მხარე ამტკიცებს, რომ 2014 წელს გამოსულ ნამუშევარში ჯგუფ 3LW-ს 2001 წლის სიმღერის – Playas Gon’ Play-ს ტექსტია გამოყენებული. საქმე ეხება ფრაზებს: „players gonna play“ და „haters gonna hate”










