LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეების გადატანა გრძელდება

,,სალომე ჯაშის ფილმი “ხეების მოთვინიერება” ბომბივით გასკდა დასავლეთში”-მარი მეგრელი

დაპოსტა 2021/12/11-ში
A A
167
ნახვა
გაზიარება

,,სალომე ჯაშის ფილმი “ხეების მოთვინიერება” ბომბივით გასკდა დასავლეთში. არ ვიცი, რამდენი ხანი და რა შემართებით უნდა ემუშავა პოლიტიკას ან თუნდაც არასამთავროებს, რომ იგივე შედეგისთვის მიეღწია… მითუმეტეს შედეგის საბოლოო სურათი ჯერ არც გვაქვს, სულ ახლად აზვირთული ტალღაა…

პრობლემების ფილოსოფიური, ტრაგიკული, ზოგადსაკაცობრიო მხარე- ეს არის ის, რაც დასავლური საზოგადოების მგრძნობელობით სივრცეში ხვდება. გულზე მჯიღების ცემა, სასოწარკვეთილი ღრიალი, ცემა-ტყეპა, ჯოს-ჯოს და მსგავსი, შეიძლება ჩვენთვის გულწრფელია და საჭიროც (შიდა სივრცეში სხვანაირად წარმოუდგენელიც), მაგრამ გარეთ ნერვსაც ვეღარავის ვუტოკებთ. ყველგან ხდება- გვეუბნებიან…
სალომე ჯაში ფანტასტიურად იყენებს ამ კონკრეტული ისტორიის ყველა შესაძლებლობას და ყველა შესაძლო გზავნილს უგზავნის სამყაროს…
ერთი მილიარდელი ღმერთს თამაშობს და ხეებს ადგილს უცვლის, ქმნის სამყაროს, სადაც ყველაფერი ჩვეული ადგილს იცვლის.
სალომე ჯაში გამიზნულად არ აჩვენებს ივანიშვილს და ამით ფილმის ტრაგიკას უნივერსალურს ხდის. და ამ უნივერსალურობას ზუსტად აღიქვამს ადრესატი სამყაროც:

-კარგ დოკუმენტურ ფილმს არ სჭირდება ახსნა, რადგან ის ჩვენ აუხსნელს გვიხსნის იმით, რომ ხედვადის უკან არსებულ გონიერებამდე მივყავართ. რა არის იმ ამბავში არასწორი, რომ ერთი კაცი საქართველოში ედემის ბაღზე ოცნებობს და საამისოდ საკმარისი ფულიც და ძალაუფლებაც აქვს, რომ ეს ოცნება აისრულოს ?! 6000 კვადრატული მეტრი ბაღი ხეებით სავსე! ეს ფილმი ყველანაირი ახსნების გარეშე გვაჩვენებს, თუ რა არის არასწორი- ასე აანონსებს გერმანული პირველი არხი სალომე ჯაშის ფილმის კინოში შემოსვლას და განავრცობს საერთო, უნივერსალური წონასწორობის დარღვევაზე, საყრდენის გამოცლაზე, ძალაუფლების და სიღარიბის შეპირისპირებაზე, ეკოლოგიაზე, ეკონომიკაზე და
სიცარიელეზე, რომელიც კულტურული ფესვებისგან მოწყვეტას, სოციალური ერთიანობის რღვევას, ბუნების მოთვინიერებას მოჰყვება; ამპარტავნებაზე, რომელიც განზოგადებადია…
NZZ ს ის მდიდარი რუსებიც ახსენდება, ასწლოვანი ზეითუნის ხილის ხეები რომ წაიღეს იტალიური აპულიადან საკუთარი კერძო ბაღებისთვის, მაგრამ “…საქართველოში ამ აქციის უკან ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელმაც თავისი ქონება ფინანსური და ბუნებრივი რესურსების ბიზნესით დაააგროვა… “. აქ ხეები მიწიერების, საყრდენის, მყარად დგომის მეტაფორაა, რომელიც უჩვეული მოგზაურობას იწყებენ…

ფილმის მესიჯად აღიქმება ჩრდილოვანი მმართველობის შეუთავსებლობაც დემოკრატიასთან.
“არაკი ერთ მყიფე დემოკრატიაზე”- ასე ასათაურებს ARD / ttt თავის პუბლიკაციას ფილმზე, რომელიც ასევე სალომე ჯაშთან ძალიან ძალიან საინტერესო ინტერვიუს შეიცავს .

რა ქნას ხელოვნებამ მეტი?

გულწრფელი მადლობა Salomé Jashi ს ამ უმაგრესი საქმისთვის.

ეს რაც უნივერსალურ გზავნილს შეეხება. ჩვენი შიდა გზავნილი კიდევ უფრო მასშტაბურია- ჩვენი ფესვებიდან მოწყვეტა, საყრდენის, მიწიერების და სიმყარის დაკარგვა, სოციალური, კულტურული სტრუქტურების მოშლა და ფესვების ძიება.
ქართული პროლეტარიზმი…

ამაზე უფრო სხვა დროს დავწერ…” –წერს

მარი მეგრელი /მარიკა მეგრელიშვილი

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"