,,არის ერთი ბიუროკრატიული წესი – თანამშრომლის გათავისუფლება გარდაცვალების გამო. ამაზე უფრო ცინიკური ფურცელი არ არსებობს.
ერთი შეხედვით შვებულებაში გასვლის ფურცელს მიაგავს და ხელსაც იგივენაირად ვაწერ და მერე ვფიქრობ თუ თავს ვიიმედებ; ეგებ სიკვდილიც ისეთივე ბანალური აქტია, როგორც სადმე წასვლა ხუთი დღით.
და თუ ძილი – თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება – ოღონდ სხვისი თვალის. როგორც იმ თამაშშია – შენ იხუჭები და ის გადის. ამიტომაც ის უფროა გამარჯვებული. და შენ ტყუილად ყვირი: გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი! ნუ გეშინიათ სიკვდილის. ოდესმე სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ. მაშინ ვიპოვით ,,დაკარგულ’’ გამარჯვებულებს.”-წერს გიორგი კეკელიძე და იქვე კომენტარებში დასძენს:
,,დღეს მოვაწერე ქალბატონი ჟანას ,,გათავისუფლების” ფურცელს ხელი. ისედაც უკვე ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანის.”










