ჟურნალისტი ელისო კილაძე დაჭერებს აანონსებს. “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ მიმდინარე ფულის გათეთრების საქმეზე, სავარაუდოდ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება სასჯელაღსრულების სისტემა ამისთვის წინასწარ ემზადება
“ხმაურიანი დაჭერები, მედიაზე შტურმი ხაზარაძე- წერეთლის ქეისი, რა უნდა თქვან, გაამართლებენ? მე არ ველოდები გამამართლებელ განაჩენს ამ საქმეში.
დაველოდოთ რაც მოხდება. მე რაც ვიცი, ჩემი წყაროები სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მეუბნებიან, რომ საკნების გამზადება, გარემონტება და მოსასმენი – ფარული მიყურადების აპარატურის დამონტაჟება მიმდინარეობს, შესაბამისად პერსონალის დამატებაც” – ამბობს კილაძე “მთავარი არხის” ეთერში.
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. გუშინდელი პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს.










