უკრაინელი სამართალდამცავები ამ დრომდე ადგენენ, ვინ დაეხმარა საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში;
უკრაინაში დაბრუნებისას კი პოლიტიკოსს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას უნდა დაეკისროს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
“ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო სამმართველოში იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე შესაძლო უკანონო გადაყვანის ფაქტზეა დაწყებული.
ამ წარმოების ფარგლებში ხდება იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ და ეხმარებოდნენ პოლიტიკოსს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში”, – განუცხადა მედიას წყარომ უკრაინის პოლიციაში.
მისი თქმით, რაც შეეხება თავად სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში “მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება”.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის შედეგებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა მიუსაჯა.










