საპატრიარქოს სინოდურმა კომისიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზს, ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა და სინანულისთვის დრო მისცა. საპატრიარქოს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი სინოდის სხდომას წარედგინება.
საპატრიარქოს დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მედიით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არ მოეწონა და “შეურაცხყოფის” მოტივით, 11 თებერვლას სინოდის სხდომაზე სინოდალურ კომისიას საკითხის შესწავლა დაავალა.