ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას სააგენტო “Belta“ ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინმა ლუკაშენკოს დაურეკა. საუბრისას პრეზიდენტებმა ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ საუბარი ორმხრივ დღის წესრიგს და წარმოშობილ გამოწვევებს და ორივე ქვეყნის ირგვლივ არსებულ ვითარებას შეეხო.










