LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს რაღაცა გლოვა და ნეკროლოგების წერა?.. არ მინდა!..-ეკა ხერხეულიძე

იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს რაღაცა გლოვა და ნეკროლოგების წერა?.. არ მინდა!..-ეკა ხერხეულიძე

დაპოსტა 2021/12/10-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

………….
„გორის ჰოსპიტალში ციხის რეჟიმია ამ წუთასაც. მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეცვალოს გარემო, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, რომ დაექვემდებაროს მკურნალობას.

ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა და პროცედურებსაც ბადრაგების თანდასწრებით უტარებდნენ, დედასთან საუბრის დროსაც კი ბადრაგი იდგა შუაში.. და ამ ბადრაგების მოცილებას მიშას ისეთი რეაქცია მოჰყვა, რამაც ისევ მის ჯანმრთელობაზე გაიარა.. ბადრაგები მოაცილეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან თავი დაისაჯა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე..

ყველანაირი სადამსჯელო ღონისძიებებით ცდილობენ მიხეილ სააკაშვილზე ზეწოლას და წამების განახლებას.

ჩემთვის რომ გეკითხათ, რა თქმა უნდა, თავიდანვე არჩევანი იყო მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.. მაგრამ მე რომ ვუყურებ, სადამდე შეუძლიათ მისწვდნენ ამ ხელისუფლების საცეცები ადამიანს გასანადგურებლად და რა შეუძლიათ მოიმოქმედონ, მართლა ვეღარ წარმომიდგენია, საქართველოში სად შეიძლება იყოს ისეთი სივრცე, სადაც მათი გავლენა არ იქნება..

თქვენ წეღან უკრაინა ახსენეთ…
მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ეშველოს და ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ მე…

მაგრამ არცერთ შემთხვევაში მისი სიცოცხლის ფასად!
თუ ის უნდა შეეწიროს და ფიზიკურად განადგურდეს, რაც შეიძლება მალე მირჩევნია მქონდეს იმის გარანტია, რომ ის არის ცოცხალი და გადარჩა!..

მე აზრი არ შემიცვლია.. ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს აქ.. მის მიერ საკუთარი სიცოცხლის მიტანა სამსხვერპლოზე ამას ემსახურებოდა.. ჩამოვიდა, განადგურდა ადამიანი, ჯანმრთელობა დაკარგა.. იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ეშველოს..

მაგრამ თუკი ხალხი ინერტული იქნება და უკაცრავად, თუ ეს ხალხი ამბობს თავისი პოზიციონირებით, რომ ჩვენ არ ვართ ახლა ამისთვის მზად, რატომ უნდა მოკვდეს მიშა?.. მართლა მაინტერესებს!.. აი, რატომ?!..

იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს რაღაცა გლოვა და ნეკროლოგების წერა?.. არ მინდა!..

მირჩევნია გადარჩეს ადამიანი..
ამ წუთას იმკურნალოს, მიეცეს გამოჯანმრთელების შესაძლებლობა და… მიშა მე, ზოგადად, ვერ წარმომიდგენია პოლიტიკის გარეშე.. და თუ ამ ქვეყანაში დადგება დრო ისეთი, როცა მზაობა იქნება, რომ მივიდნენ და დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტით, მრავალრიცხოვნობით, ერთსულოვნებით, კონსოლიდაციით.. რა თქმა უნდა, გასაგები იქნება.. და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება აუცილებლად..

მთავარია მიშა გადარჩეს!

მე ისეთი აღქმა მაქვს, რომ ადამიანებს ჰგონიათ, მიშა იქაც განსაკუთრებულია, სადაც არის.. რაღაც განსაკუთრებული აღქმა აქვთ მიშას მიმართ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც იქაც შეუძლია პატიმრის პირობებს გაუმკლავდეს..
არ არის ასე.. ის ძალიან ცუდად არის..

ერთ დღეს მიხვალ და დაგხვდება მართლა ნორმალურად.. მერე… აი, რამდენიმე დღის წინ, ყველაზე ცუდად დამხვდა, თუ შევადარებთ რუსთავსაც, გლდანსაც და გორის ჰოსპიტალსაც.. წარმოუდგენლად მძიმედ იყო..

მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით, რადგან საზოგადოებას ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ მიშას არ შეიძლება რამე მიეკაროს, მართლა არ მაქვს იმ დეტალებზე საუბრის უფლება.. მაგრამ მართლა ცუდად არის ეს ადამიანი..

მე არ ვიცი, ჩვენ რომ მოვდივართ პაემნებიდან და შეხვედრებიდან, მას რას უკეთებენ, როგორი ზეგავლენა შეუძლიათ მასზე.. სრული უნდობლობაა!..

ასე წარმოუდგენელია ყოფნა..
რაღაცა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ..
ადამიანი ან უნდა გათავისუფლდეს, ან უნდა წავიდეს სამკურნალოდ, იმისთვის, რომ გადარჩეს!..

ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი..
კარგი, ყველას თავი გავანებოთ და ყველა არაჩვეულებრივია..
ეკა ხერხეულიძე არ არის.. მისი სიკვდილი შეიძლება აიტანოს საზოგადოებამ… მაგრამ ეს არის მიხეილ სააკაშვილი!.. ამაზე დიდი ფიგურა ქართველ ხალხს არ ჰყავს.. ჩემი შვილებისთვის მე ვარ ყველაზე ძვირფასი, მაგრამ მასშტაბურობას ვუსვამ ხაზს.. რეალობის შეგრძნება ხომ არ უნდა დავკარგოთ არა?!.. მიშასა და მაგალითად, ჩემს შორის რა განსხვავებაა..

მას სჭირდება გაფრთხილება..
ამ მასშტაბის ადამიანი ქვეყანას არ ჰყავს უბრალოდ..
მის ჯანმრთელობას რომ რამე ზიანი მიადგეს, ჩვენ ძალიან დიდი ხნით დავემშვიდობებით იმის პერსპექტივას, რაც ზოგადად წარმოგვიდგენია ჩვენი ყოფისთვის…

ეს არის რეალობა.. თორემ ნამდვილად, მე არც უკრაინაში მინდა და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში მინდა მიხეილ სააკაშვილი.. მე ის მინდა ჩემს ქვეყანაში!..

მაგრამ მისი გადარჩენისთვის ყველაფერს ვუშვებ..
მიშა სააკაშვილი მარტო ჩემი შანსი არ არის, ან მარტო მისი მხარდამჭერების.. მიშა არის საქართველოს შანსი..

ჩვენ ამას დავკარგავთ? – დავკარგავთ ძალიან ბევრს!..
მერე გვიანი იქნება შეფასებები და ანალიზები.. როგორც ამას მიჩვეულები ვართ 10 თუ 20 წლის შემდეგ…

მე არ მინდა ნაწამები და სიცოცხლის ფასად განადგურებული ადამიანი..
საზღვრის იქითაც წარმომიდგენია ის დამხმარედ ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, რომ ცოცხალი იყოს..

პირველ რიგში, მისი გადარჩენაა მნიშვნელოვანი..
ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ეს ადამიანი ჰოსპიტალში წევს, დედა მივა და მიუტანს ერთ ქილა მაწონს, მე მივალ და მივუტან ერთ ქილა ერბოს და ასე შემდეგ…
არ არის ასე..

ეს ადამიანი ყოველდღიური წამების მსხვერპლია..
ხან ვამბობთ ამას, ხან ვერ ვამბობთ, იმიტომ, რომ რაღაცეებს ვუფრთხილდებით.. მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ ინფორმაციების გამოტანა..
ეს ადამიანი იქ არ არის თავისუფალი, გარემოცვა ჰყავს მას, რასაც ჩვენ ანგარიშს ვუწევთ..

ფაქტი არის ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.. ერთ დღეს შეიძლება კარგად დაგხვდეს.. მერე, მაგალითად, ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის ნაირი შეუპოვარი ადამიანი შევა და კატეგორიულად მოითხოვს, რომ.. იცით რაა?! – უნდა მოხსნათ ეს პრეპარატი!.. და მაშინ მოუხსნიან… მერე უკეთ ხდება.. მერე წამოხვალ და მერე შეხვალ და ისევ გაუარესებულია მდგომარეობა..

ესე ხომ ვერ ვითამაშებთ ამ ადამიანის სიცოცხლით?..
წარმოუდგენელია..

აი, მაგალითად მოვდივარ იქიდან მე, ვბრუნდები ჩემს სახლში და წარმოდგენა არ მაქვს, მის თავს რა ხდება იქ..

ამიტომ, მისი სიცოცხლის გადარჩენა არის უმთავრესი ამბავი!.. დანარჩენი არის მომავლის საქმე.. და ეს მომავალი არის ჩვენს ხელში..

მიშა ყოველდღე დგას მაღალი რისკის ქვეშ.. მას აქვს გაუსაძლისი ყოფა და ეს მისი პატიმრობით კი არ არის გამოწვეული, წამებით არის გამოწვეული.. წამებით და არაადამიანური მოპყრობით”..

ეკა ხერხეულიძე
#თავისუფლებამიშას ??

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"