“იუსტიციის სამინისტრო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას. ჩვენ დღეს ქალთა N5 დაწესებულებაში ქალთა უფლებების თაობაზე შეხვედრა/დისკუსია გავმართეთ.
მითუფრო, რომ ეს არის სამიზნე ჯგუფი, რომელთათვისაც განსაკუთრებით აუცილებელია მათი უფლებების შესახებ ცოდნა და ცნობიერების ამაღლება. შეხვედრამ კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა და ამგვარი შეხვედრების ციკლს აუცილებლად გავაგრძელებთ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა.
მსჯავრდებულებთან შეხვედრის ფარგლებში, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე ვიდეორგოლის ჩვენებაც მოეწყო და ასევე საუბარი გაიმართა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.










