“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს გავრცელებულ მიმართვაში წერდა:
“ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო.
ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
დღეს, 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გაიმართება.










