საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას.
“აღიარებითი ჩვენება. მეტი არაა საჭირო, ესეც გვეყოფა. გმადლობთ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით სიცრუეა.










