,,თავის დროზე თბილისში რომ დამაკავეს ადმინისტრაციული მუხლით დაუმორჩილებლობასთან ერთად სიტყვიერი შეურაცყოფა ჩამიწერეს. არადა არ მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცყოფა.
ქუთაისში დამაკავეს ორჯერ, არცერთხელ არ დაუწერიათ სიტყვიერი შეურაცყოფა.
პატრულს ვკითხე
– რა მუხლით მაკავებთქო?
– მხოლოდ დაუმორჩილებლობაო
– ვაა სიტყვიერ შეურაცყოფას არ წერთქო?, თბილისში მაგასაც წერენ ეგრევეთქო.
– ქუთაისია ძმაო აქო 🙂
მადლობაც მომიხადეს სასამართლოზე რომ სიტყვიერი შეურაცყოფა არ მოუყენებიაო.
ჯიგრები, მერე რა რომ 1 + 7 დღე ვიჯექი იზოლატორში. ეს ხომ მოსალოდნელიც იყო და ჩემი არჩევანიც.
მერე ვისაუბრეთ ამ მთავრობაზეც და წინაზეც
მათ თავიანთი პოზიციები ქონდათ არც თუ ისე უსაფუძვლო.
ჰოდა სისტემის მთავარი ინსტრუმენტი აქვს, დაგვყოს და მხარეებად გვაქციოს.
ნუ მივცემთ სისტემას ამის საშუალებას. ვესაუბროთ ერთმანეთს, რაგინდა დაპირისპირებული მხარეებად ვიყოთ წარმოდგენილი.”-წერს იმედა კლდიაშვილი.










