Trump Media & Technology Group-მა, რომელსაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, საკუთარი სოციალური ქსელისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიზიდა.
ერთი აქციის ღირებულება დაახლოებით $34,36-ს შეადგენს. უცნობია, თუ ვინ არიან კომპანიის ინვესტორები.
21 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარ მედია ჯგუფს Trump Media & Technology Group-ს (TMTG) ქმნის.
აპლიკაცია App Store-ში 2022 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება.










