მიანმარის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, ფაქტობრივ პრემიერ-მინისტრსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, 76 წლის აუნ სან სუ ჩის არეულობების წაქეზებისა და COVID-ის წინააღმდეგ ზომების დარღვევისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინოფმრაციას Agence France-Presse ავრცელებს.
თითოეულ ბრალდებაზე აუნ სან სუ ჩის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მსგავსი ბრალდებით ანალოგიური სასჯელი მიანმარის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვინ მიინტმა მიიღო.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.










