თურქეთში, ვანის ოლქის თუშბას რაიონში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტო (AFAD) ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 7,62 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ამავე რაიონში 28 ნოემბერს 3,7 და 2,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.










