LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო-მიხეილ სააკაშვილი

,,ყველა კომისიის აზრი გათვალისწინებულია და შეჯერებულია”- მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

დაპოსტა 2021/12/05-ში
A A
52
ნახვა
გაზიარება

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის პრობლემების გამო დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები.

ექიმის თქმით, მის მიერ მიღებული მედიკამენტების დოზები იყო მინიმალური და დასაშვები.

ექიმმა კომენტარი გააკეთა ცენტრი “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებაზეც, რომლის თქმითაც, „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

“როგორც წინა დღეებში, ვიმეორებ, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს თქვენ მოისმინეთ ბევრი ადამიანის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ზოგი ემოციებზე დაყრდნობილი, ზოგი თავისი მოსაზრებით გამოთქმული.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამჟამინდელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

რაც შეეხება მის მკურნალობას, ჩვენს ჰოსპიტალში მიყვანის პირველი დღიდან ჩვენთან ერთად მუშაობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისია, რომელიც შედგება მაღალი კლასის სპეციალისტებით. ისინი აღიარებული არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება, ყველა გადის საკმაოდ ძლიერ წნეხს, რომ არ იყოს გვერდითი მოვლენა, არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით.

რაც შეეხება ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რაც მუსირებს ტელევიზიით, 2020 წელს ბატონმა მიხეილმა გადაიტანა კოვიდი და ჰქონდა გარკვეული პრობლემები ძილის, ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.

ამ შემთხვევაში, საბაზისოდ იყო აღებული ის პრეპარატები, რომელსაც ის ღებულობდა.

შემდგომ მკურნალობის პერიოდში, დაკვირვების შემდეგ, განიცადა ტრანსფორმაცია. დღესდღეობითაც რჩება ეს ძილის პრობლემა, მაგრამ ვუმკლავდებით ამას.

თუ რამე დაგვჭირდება მომავალში, იმასაც გავივლით სპეციალისტებთან ერთად და შევიტანთ კორექტირებას. დოზირება არც ერთხელ არ იყო გადამეტებული. ყველა დოზა იყო მინიმალური, მინიმალური დასაშვები დოზა.

მაღალ დოზაზე არ იყო ლაპარაკი არც ერთხელ და არც მიუღია. გარდა ამისა, დავამატებ, თუ დასჭირდება კორექტირება, დასჭირდება სხვა სპეციალისტის მოწვევა, ამასაც გავაკეთებთ.

რომელიმე სპეციალისტს თუ აქვს საღი აზრი და შეუძლია, მოგვაწოდოს თავისი აზრი, მაგრამ არა ეკრანიდან და ტელევიზიით, მობრძანდეს, გაგვიზიაროს.

ჩვენ ამასაც განვიხილავთ და მისაღები თუ იქნება, გავითვალისწინებთ.

პრეპარატს რაც შეეხება, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. შეჯერება მოხდა მარიამ ჯიშკარიანის კომისიის და სახელმწიფო კომისიას შორის და ეს პრეპარატები ახლა ისე ინიშნება. ყველა კომისიის აზრი გათვალისწინებულია და შეჯერებულია. ჯიშკარიანის განცხადებები, ეს მისი მოსაზრებაა და არა ჩვენი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"