,,დღეს მესამე პრეზიდენტის დედა ყელში გაჩხერილი ცრემლებით სთხოვდა უკრაინელ ტელეწამყვანს,რომ მან დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში!!!
მას ეშინია,რომ ივანიშვილ-პუტინის ციხეში მის შვილს მოკლავენ!!!
ეს ნიშნავს-რომ მას ჩვენი იმედი არა აქვს!!!
და სწორადაც არა აქვს!!!
აი ესაა ჩამოურეცხავი სირცხვილი და უმძიმესი განაჩენი მთელი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის და სრულიად ოპოზიციისთვის,მათ შორის ნაცმოძრაობისთვის!!!
დღეს საქართველოში აღარ არსებობს აღარც პოლიტიკა,აღარც პოლიტიკოსები და აღარც ეროვნული თავმოყვარეობა!!!
პოლიტიკოსები სატელევიზიო მოლაპარაკე თავებად იქცნენ, ენებად ქცეულ თავებად, რომელთაც ან არაფრის კეთება შეუძლიათ, ან არაფრის შეცვლა არ უნდათ!!!
ამაზე მეტი სირცხვილი რაღა უნდა იყოს,რომ იმ ერთადერთ კაცს, ვინც წუმპე სახელმწიფოდ გვიქცია-ტელევიზორიდან ვუცხადებთ, რომ რუს ოლიგარქს ჯერ ვადამდელ არჩევნებს დავანიშნინებთ (რა ბერკეტით?!), მერე ამ არჩევნებს მოვიგებთ (!!!) და მხოლოდ ამის შემდეგ დავიხსნით საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსული ციხიდან!!!
ეს ყველაფერი რომ სრული ბოდვაა-ნუთუ ამას მხოლოდ მე ვხვდები?!
უკრაინა, გევედრები-წაიყვანე მიხეილ სააკაშვილი ამ უღირსი, უთავმოყვარეო ქვეყნიდან, რომელმაც თავისუფლება “უსაფრთხოებაზე” გაცვალა და ამიტომ ვერც ერთს ეღირსება და ვერც მეორეს!!!
გთხოვ, წაიყვანე-ეს ერი არ იმსახურებს თავისუფლებას!!!?”- წერს მაია ორჯონიკიძე.










