LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,მან იცოდა, რომ ეს პრეპარატი იყო საძილე”-როგოროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

დაპოსტა 2021/12/05-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნერვოლოგიურად, ლაბილურია, შესაბამისად, საჭიროა მკურნალობა.

აღნიშნული განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჯიშკარიანის თქმით, გაეცნენ სამედიცინო ბარათს და მკურნალობის ტაქტიკას, თუ როგორი ტაქტიკაა უპრიანი, იმისათვის რომ ალაგდეს „ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც კვლავ არსებობს და ის ემოციური ლაბილობა და პოსტტრავმული აშლილობის სიმპტომები, რომელიც საკმაოდ მწვავეა“.

მარიამ ჯიშკარიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დანიშნულ მკურნალობაზე და აღნიშნა, რომ თუ რატომ დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტი სამედიცინო ბარათიდანაც არ ირკვევა.

„მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს პრეპარატი იყო საძილე. როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს პრეპარატი 27 ნოემბერს, მან მეორე დღესვე იგრძნო ცვლილება“, – განაცხადა „ემპათიის“ ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოატყუეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის იღებდა პრეპარატს, მარიამ ჯიშკარიანმა ასე უპასუხა: „მე ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი, ალბათ იუსტიციის სამინისტროს ექნება – იყენებდნენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით?

იმ ნერვოლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც ამჟამად გამოვლენილია, ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ეს პრეპარატები დანიშნულია საკმაოდ დოზირებით და ამან გამოიწვია ის, რაზეც საუბრობდა უკრაინელი ადვოკატი, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერც კი იცნო, იმდენად იყო შეცვლილი.

„პრეპარატის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ამჟამად, რჩება ემოციური ლაბილობა, რაც დაკავშირებულია შიმშილობის შედეგებთან და არადროულ გადაყვანასთან კლინიკაში, შესაბამისად, მიადგა ზიანი, აღენიშნება ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც თვალსაჩინოა.

მე არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობაა, რომელი გაიდლაინებით ხელმძღვანელობდნენ. ზოგადად, როდესაც ციხეებში ხდება, ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება ეს განიხილება როგორც ფსიქოფარმაკოლოგიური წამება“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იძლევა შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გორის ჰოსპიტალიდან 1 კვირაში რუსთავის ციხეში გადაიყვანონ, ჯიშკარიანმა განცხადა, რომ ამის შესაძლებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა. „გარდა იმისა, რომ საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა, ასევე საჭიროა, მომდევნო ნეირორეაბილიტაცია, რომელიც არ ვიცი საქართველოში სად ტარდება“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"