ბერლინში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან ერმანიის კანცლერის პატივსაცემად ცერემონია გაიმართა. ანგელა მერკელმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და გერმანელებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე სამხედრო შენაერთების აღლუმი შედგა.
მსგავს ღონისძიებებზე, როგორც წესი, კანცლერს ეძლევა უფლება, აირჩიოს მუსიკალური ნაწარმოებები, რომელსაც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი ასრულებს. მერკელმა რამდენიმე კომპოზიაც აირჩია. ერთ-ერთი მათგანი კი „გერმანული პანკ-როკის ფუძემდებლის“, ნინა ჰაგენის 1970-აინი წლების ჰიტი აღმოჩნდა.
გერმანიის ახალ კანცლერს ბუნდესტაგი 8 დეკემბერს დანიშნავს. ეს სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი იქნება. მისი არჩევა პარლამენტში ანგელა მერკელის 16-წლიან მმართველობას ოფიციალურად დაასრულებს.










