ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი “ომიკრონ” შტამი უკვე 23 ქვეყანაში ვრცელდება. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Twitter-ზე აქვეყნებს.
“”ომიკრონ” ვარიანტის გაჩენამ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. იგი სულ 23 ქვეყანაში ფიქსირდება ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან ხუთში. ველით, რომ ეს რიცხვი გაიზრდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
CNN-ის ცნობით, “ომიკრონ” შტამი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი (რეუნიონის კუნძული), საუდის არაბეთი, ბოტსვანა, ბრაზილია, კანადა, გერმანია, დანია, ჰონგ კონგი, ისრაელი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნიგერია, ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი.
ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი შტამის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში (77) და დიდ ბრიტანეთში – (22).










