რუსეთი აშშ-ის საელჩოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყანაში უკვე სამ წელზე მეტია მსახურობენ, ქვეყნის დასატოვებლად ვადას 2022 წლის 31 იანვრამდე აძლევს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ამ ნაიჯით ვაშინგტონის მიერ 27 რუსი დიპლომატისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დასატოვებლად 30 იანვრამდე მიცემული ვადას უპასუხეს, რაც რუსეთმა , დიპლომატების გაძევებად შეაფასა. ვაშინგტონში კი განმარტავენ, რომ ვადის შესახებ რუსეთი ერთი წლით ადრე იყო გაფრთხილებული. .
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ამერიკული წესების მიხედვით, ქვეყნიდან გამოშვებული რუსი დიპლომატები აშშ-ში სამუშაოდ დაბრუნებას, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ.










