სტალინის შვილიშვილის შვილის მტკიცებით, მის წინაპარს სურდა დაესაფლავებინათ ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მეორე მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას გვერდით. ასევე, მას სურს სტალინის ნეშტის ექსჰუმაცია, რათა გამოიკვლიონ მისი მოწამვლის ჰიპოთეზა.
ბენსაადის თქმით, მან მოსკოვის პატრიარქს იმიტომ მიმართა, რადგან ის დარწმუნებულია, რომ მისი დიდი პაპა მორწმუნე იყო. მას ასევე სურს, მისი თქმით, სტალინის კუთვნილი ხატი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ან შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ტაძარს გადასცეს.
სელიმ ბენსაადი სტალინის უფროსი შვილის, მეორე მსოფლიო ომში, გერმანელების ტყვეობაში დაღუპული იაკობ ჯუღაშვილის შვილიშვილია. იაკობის ქალიშვილი, გალინა ცოლად გაჰყვა ჰოსინ ბენსაადს, რომელიც ალჟირის მოქალაქე იყო. მათი შვილია სელიმი.
1953 წელს, როდესაც სტალინი მოკვდა, ის წითელ მოედანზე, მავზოლეუმში დაასვენეს, თუმცა მას შემდეგ, რაც 1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის პიროვნების კულტი აკრძალა, მისი ნეშტი გადაასვენეს და კრემლის კედელთან დაკრძალეს.
წყარო: ტაბულა










