პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა პატრონის მიერ, ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ – გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 3000 ლარით.
კანონი ძალაში 2022 წლის ბოლოდან შევა.










