
სოციალური ქსელის Twitter ადმინისტრაცია მომხმარებლების ნებართვის გარეშე მათი გამოსახულებით ფოტო და ვიდეომასალას წაშლის. ახალი წესები არ გავრცელდება პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების სურათებზე, ასევე მასობრივი ღონისძიებებიდან რეპორტაჟებზე და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ტვიტებზე.










