აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები მომავალ თვეში აშშ-ის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის ვირტუალური საუბრისთვის ემზადებიან. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, თეთრი სახლი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეკავების ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
“დისკუსია მიმდინარეობს იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი და მისი თანაშემწეები მომავალ თვეში პუტინთან ვირტუალური საუბრისთვის ემზადებიან“, – წერს გაზეთი.










