მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ ადამიანებს შორის, ვინც მას საქართველოში დაბრუნებას ურჩევდა, მისი 15 წლის შვილიც იყო.
“მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, გამიგია ათასობით ჩემი თანამემამულისგან, რომლებიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში, იმ ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ვხვდებოდი დიდ შეკრებებზე ემიგრანტების, ევროპაში და ამერიკაში.
რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშვამ რომ ან ახლა, ან არასდროს, თორემ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას. ასევე ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევარი, კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, პატიმრების ჯანდაცვის კუთხით, ისევე როგორც სკრინინგი და უამრავი სხვა რაღაც და ეს მილიარდერები კი არ ვიყავით, 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, აი გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 იხარჯებოდა ქველმოქმედებაზე” – განაცხადა სააკაშვილმა.










