„ისეთის სიჩუმეა თითქოს სხვისი ატოცი მიაქვთ“ – ამ ლოზუნგითა და სხვა მოწოდებებით ქუთაისში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
აქცია სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული. სტუდეტებმა რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
„უნდა ვიბრძოლოდ არა მხოლოდ პირდაპირი არამედ იმ ირიბი ოკუპაციის წინააღმდეგ რაც რუსულად მოაზროვნე ინსტიტიუციოების ხარჯზე ხდება“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მათ მთავრობას მეტი აქტიურობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.