ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის სფეროში არსებული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, თუ რა ჯდება პარიზში ერთი ჩვენების ჩატარებ და როგორია ჩვენებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება.
“პარიზში პოდიუმი 25,000 ევრო ჯდება. თუ ჩვენებისთვის პოდიუმთან ერთად სივრცეც გინდა – 100,000 ევრო. და დღეს არიან ბრენდები, რომლებიც შოუებს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ, რაც მილიონები ჯდება. მე ვფიქრობ, რომ ეგ უბრალოდ ფულის არაფერში გადაყრაა. წინა შოუს სივრცე ისე გვქონდა მოწყობილი,რომ მე პოდიუმზე და ხალხზე ზემოდან დაკვირვება შემძლებოდა. ვაკვირდებოდი და ყველა ტელეფონში იყო, ვიდეოებს და ფოტოებს იღებდნენ, რომ ინსტაგრამზე დაედოთ. ჩვენებას ყველა ტელეფონით უყურებდა.“ – წერს დემნა გვასალია თავის ფეისბუკ გვერდზე