
ინდოეთის სამხრეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
სტიქიამ სახლები და გზები დააზიანა. ზოგიერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, რის გამოც მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება ვერ ხერხდება.










