
ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდა ყველაზე უარესია, რაც კი აქამდე გერმანიაში პანდემიის დროს დაფიქსირებულა.
გერმანიის კანცლერის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უაღრესად დრამატულია, ხოლო საავადმყოფოები მალე გადაიტვირთება, თუ ვირუსის მეოთხე ტალღას არ შეაჩერებენ. ანგელა მერკელმა გერმანიის რეგიონებს მოუწოდა, უკვე მიმდინარე კვირას გაამკაცრონ შეზღუდვები










