ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული შტატის (კონექტიკუტის) „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.
„მეგობრებო, ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში გადავედი“. – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.
ამერიკული “ნიჭიერის” ფინალური ტური 18 დეკემბერს გაიმართება.
ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული საბავშვო „ვოისის“. აღნიშნულ კონკურსში მან 2019 წელს გაიმარჯვა.










