ქორეოგრაფი ნინო სანადირძე გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავს “პრაიმტაიმს” მისი კოლეგა და მეგობარი ნატა ცხადაძე უდასტურებს.
ის გასულ წლებში ქორეოგრაფიული სტუდიის “სახიონი”-ს ქორეოგრაფიც იყო. მას სტუდიის ხელმძღვანელები სამძიმრის წერილით ემშვიდობებიან. როგორც “პრაიმტაიმს” მომხდარზე “სახიონის” ხელმძღვანელმა, ნატა ცხადაძემ უთხრა, 38 წლის, მცირეწლოვანი შვილის დედა, ნინო სანადირაძე გუშინ ანევრიზმიგ დაიღუპა.
“ნინო გუშინ, ანევრიზმით დაიღუპა. ის 38 წლის იყო. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა- მეუღლე და 4 წლის ბიჭი დარჩა. ნინი ჩვეს სტუდიაში 2016 წლის შემდეგ აღარ მუშაობდა. მართლაც ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალი იყო. გული ძალიან გადაწყვიტა… ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისაც მისი წასვლით ტკივილი მიადგა.” ამბობს ნატა ცხადაძე
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მაღაროელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებს. „დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე...