LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ ფენომენს ზაურ მჟავანაძე ერქვა..-ირმა ქურასბედიანი

ამ ფენომენს ზაურ მჟავანაძე ერქვა..-ირმა ქურასბედიანი

დაპოსტა 2021/11/20-ში
A A
389
ნახვა
გაზიარება

ამ ფენომენს ზაურ მჟავანაძე ერქვა…

ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე დღეს,ზაურ მჟავანაძე გარდაიცვალაო.
შემძრა ამ დიდებული და ტრაგიკული ადამიანის გარდაცვალებამ.გონებაში მისადმი მიძღვნილი მოკლე ჩანახატი და ლექსი გამახსენდა,
რომელიც 2010 წლის 28 თებერვალს,მის ოჯახში დაუვიწყარი სტუმრობის შემდეგ დავწერე:

ადამიანმა შეიძლება ასი წელი იცოცხლოს და ერთხელაც ვერ ეზიაროს საოცრად ამაღლებულ შეხვედრას ისეთ ადამიანთან, რომელიც ჭეშმარიტად მაგალითია:ადამიანობის, ზნეობის, შემოქმედების (ხატვა,მწერლობა, პოეზია),ამ განუმეორებელ ფენომენს ზაურ მჟავანაძე ჰქვია.
კაცი, რომელიც ცხოვრობს თავისივე ხელით შექმნილ ზღაპრულ სამყაროში.უპრეტენზიოდ ქმნის არაჩვეულებრივ ხელოვნების ნიმუშებს.
აზროვნებს ფილოსოფიური სიღრმით, შეჰყავხარ თავის ბობოქარ სტიქიაში,გაოცებს სიტყვაუხვობით,გასწავლის და ისრუტავ მის ყოველ ნათქვამს თუ ნააზრევს.
2010 წლის 28 თებერვალს მე და ბატონები მწერალი და ჟურნალისტი,ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ბენია თხილავა და უბრწყინვალესი ლიტერატურათმცოდნე მწერალი ჯემსი კეპულაძე სტუმრად ვეწვიეთ ბატონ ზაურ მჟავანაძეს.
ბევრი რამ გამეგონა მის საოცარ სამყაროზე მაგრამ ნანახმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა.
ბევრჯერ ვყოფილვარ პერსონალურ გამოფენაზე, ბევრი ნიჭიერი ადამიანის შემოქმედება მინახავს, მაგრამ ასე არ შემიგძვნია და არ აღუფრთოვანებივარ.
თვითოეულ ნახატს თავისი არტისტულობით, ინტერპრეტაციით გვაცნობდა,გვხიბლავდა და გვაყვარებდა.
სიცივის მძაფრი განცდა იგრძნობა მის ზამთრის ამსახველი ნახატებში.
შეგძრავს უფსკრულის პირას მისული ქართველების მისეული წარმოჩენა.გხიბლავს მისეული”უშგულის” ღია ცის ქვეშ მუზეუმი და საკუთარი სულის გამოხატულება მისივე ავტოპორტრეტი, რომელსაც თვალს ვერ აშორებ და გრძნობ რომ ავტორი სიცივესა და ქარიშხალში ცდილობს სითბო შემოიტანოს შენში.
მოხუცი მწირის ქარში ანთებული სანთელი ,თავისი მოკრძალებული შუქით ბნელს რომ არღვევს, რათა ქვეყანა უკუნისაგან იხსნას.
საკუთარი და გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტი უკვდავი ერთობის მიზნით ერთი კედლის განსაკუთრებული ეპიზოდია.
ირგვლივ შვილ-მომავალ დახვეული ღვაწლმოსილი კაცი საკუთარ თავს მაინც მარტოდ გრძნობს და საყვარელ მეუღლესთან გატარებული წლების მოგონებებით ინუგეშებს თავს.
თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა ბატონი ზაურის მიერ თეატრალიზებული მასპინძლობა, დაუვიწყარი, უმაღლესი სტანდარტის სუფრა : სადღეგრძელო,ლექსი,სიმღერა,ბრძენი და მამულზე შეყვარებული ადამიანების განღმრთობმდე ამაღლებული ტრაპეზი,რამაც ექსპრომტად ერთი მოკრძალებული ლექსი დამაწერინა.

დღეს ქარიან იმერეთში იმერული ქარია,
რაც ვიხილე, ყველაფერი მართლაც საოცარია.
გულში სითბო ჩამეღვარა,გაოცებით ნაოცი,
სავსე არის თქვენი სახლი, უკვდავების წყაროთი.

სხვა სამყარო, სხვა გული და სხვანაირი ფერები,
ზეცას სწვდები მასპინძელის, სულით მონაფერები.
იხილავ და შეიქმნები ყოველივეს ზიარად,
დრო მიფრინავს ისე ჩუმად,რომ არ გაგვიგია რა.

ყველაფერი ღვთიური და ყველაფერი ლაღია,
ხელოვნების, პოეზიის,მწვანე იალაღია,
ქართულია ყველაფერი, ოცნებების ჩეროა,
ამ პატარა სავანეში, დიდი საქართველოა.

2010 წელი 28 თებერვალი

მშვიდობით ბატონო ზაურ, მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროს ღმერთმა.”-წერს ირმა ქურასბედიანი.

გაზიარება156

დაკავშირებული -პოსტები

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს
მთავარი

პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.  მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"