
გლობალური კვლევის თანახმად, პირბადის ტარება კორონავირუსის გავრცელებას 53%-ით ამცირებს. ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია და მთელ მსოფლიოში სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს, თუმცა ვაქცინების უმეტესობა 100%-იან დაცვას არ უზრუნველყოფს, ხოლო ქვეყნების უმეტესობაში ყველა ადამიანი აცრილი არ არის და ჯერ უცნობია, შეუშლის თუ არა ხელს ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტების შემდგომ გავრცელებას. მკვლევრებმა მთელი მსოფლიოდან 30-ზე მეტი კვლევის შედეგები დეტალურად გააანალიზეს. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პირბადის ტარების შემთხვევაში, კორონავირუსის დაავადების გავრცელება 53%-ით მცირდება, ხოლო ფიზიკური დისტანცირებისას – 25%-ით.










