“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ბექა დავითულიანის თქმით, პენიტენციური სამსახურის გადასაწყვეტია გადაიყვანს, თუ არ ექსპრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში.
ამასთან, დავითულიანი ამბობს, რომ პატიმრის გარდაცვალება პირველ რიგში სახელმწიფოს არ სურს.
“თუ პენიტენციური სისტემა მიიჩნევს, რომ თვითონ ვერ მართავს და გადაუდებელი სპეციფიკური, ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რასაც იქ ვერ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, გადაიყვანენ.
ნამდვილად არავის არ სურს და პირველ რიგში სახელმწიფოს და ხელისუფლებას, რომ მას პატიმარი გარდაეცვალოს.
პენიტენციური სისტემის პასუხისმგებლობაა პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.










