
20 ნოემბერს, 14:00 საათზე, “სამგურალი” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს. მატჩი 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება მიმდინარე ჩემპიონატში კლუბების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას- “ლოკომოტივთან” გამართული 3 შეხვედრიდან “სამგურალმა” 1 მოიგო, 1 ფრე ითამაშა 1 კი წააგო.










