“გირჩი-მეტი თავისუფლების” დაკავებულმა წევრმა იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.
იმედა კლდიაშვილი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვს.
მისი ადვოკატის განცხადებით, თუ კი კლდიაშვილს სასამართლო 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვებს, ის შიმშილობას გააგრძელებს.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრების განცხადებით, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათ შორის, არ ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.










