„სიტუაცია საქართველოში რჩება მძიმე. ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა.
ყოველდღიურად 5-6 ათასი ინფიცირებული ძალიან მაღალი ციფრია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და ინფიცირებული ადამიანების მყარი, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, საპირისპიროდ არ გვაქვს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და რაც შეიძლება ზუსტად გაკონტროლდეს“, – აღნიშნავს ჩხაიძე.










