LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის – მიხეილ სააკაშვილი

,,კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში”-საქართველოს მესამე პრეზიდენტი

დაპოსტა 2021/11/09-ში
A A
75
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასზე გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას, ფიზიკურად იძალადეს.

“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა, “აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში” და გინებაც მოაყოლა.

მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა.

მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში.

მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე.

ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით.

ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილები და ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ.

შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით.

მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი.

ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში.

კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდა ხელში და დაღუპვის პირასაა.

მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის. არ შეგვეშინდეს ამათი. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.

P.S. – მიმართვა ნიკა მელიას – ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ.

აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის!“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის აფ­თი­აქ­ში შე­ვი­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, რად­გან თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დის­ტრი­ბუ­ტო­რი იყო. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მა­მა­კა­ცი 37 წლის...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი თითქმის 50 მილიონ ლარად იყიდება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმებისთვის ინვესტორებს ეძებს. 15 ოქტომბერს სახელმწიფომ, აუქციონზე გასაყიდად, მიწის 10 ნაკვეთი გამოიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში...

დაწვრილებითDetails

მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერც საუბრობს” – რას ჰყვება დედა, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
მთავარი

1 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძეს, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, გუ­შინ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ბავ­შვს შუნ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­და. ექი­მე­ბი მის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ყვე­ლას გვჯე­რა, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე პა­ტა­რა...

დაწვრილებითDetails

ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მთავარი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, „კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად...

დაწვრილებითDetails

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს- ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. „პროგრამაში მონაწილეობა...

დაწვრილებითDetails

თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა
მთავარი

თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა.  ახალგაზრდა ბიჭს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საზოგადოების დახმმარებით ოპერაციამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და 10 სექტემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს....

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს
მთავარი

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას – ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას - ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ - დღეს ევროპა...

დაწვრილებითDetails

წყალი 19:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს საბურთალოს რაიონში, ოდესის ქ. N19-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 10/19/2026 12:00 დან...

დაწვრილებითDetails

შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას – კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელი – მარიამ კერესელიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას – კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელი – მარიამ კერესელიძე
მთავარი

ვახო სანაიას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას სანაია არ დასწრებია. სიძულვილის ენის ბრძოლის წინააღმდეგ სამმართველო სანაიას სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"