საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა:
“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი, გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან.
როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, მათ ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ხოლო ციხის ერთერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა – აჰა, ჩიტო, ხომ ჩაიგდეთ ხელში” და გინებაც მოაყოლა.
მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა, უარი მითხრეს”, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.










